SEO ოპტიმიზაცია
დაიკავეთ მოწინავე ადგილები Google-ის ძიებაში. ტექნიკური ოპტიმიზაცია, საკვანძო სიტყვების კვლევა და ორგანული ტრაფიკის ზრდა.
რას ვთავაზობთ
ფასები
გამჭვირვალე ფასები „X ₾-დან“ პრინციპით — ფარული ხარჯების გარეშე.
SEO აუდიტი
- 1 საიტი, 1 ენა; 100 URL-მდე
- ტექნიკური შემოწმება და 5 გვერდის დეტალური განხილვა
- საძიებო მოთხოვნებისა და 3 კონკურენტის კვლევა
- სამოქმედო გეგმა 10-მდე სამიზნე გვერდისთვის
- პრიორიტეტები და დავალებები დეველოპერისთვის
- ანგარიშის 30-წუთიანი განხილვა
- ანგარიში და გეგმა; ცვლილებების განხორციელების გარეშე
სტარტი
- 1 საიტი, 1 ენა; 50 URL-მდე
- მეორე თვიდან: თვეში 4 არსებული გვერდის დამუშავება
- თვეში 2 საათამდე ტექნიკური განხორციელება
- ინდექსაციისა და საძიებო მონაცემების შემოწმება
- თვიური ანგარიში და 30-წუთიანი განხილვა
- პირველი თვე: საწყისი შეფასება და 2 გვერდი
ბიზნესი
- 1 საიტი, 1 ენა; 200 URL-მდე
- მეორე თვიდან: თვეში 8 გვერდის დამუშავება, მათგან ერთი გვერდისთვის ახალი ტექსტის შექმნა ან არსებულის სრულად გადაწერა
- თვეში 3 საათამდე ტექნიკური განხორციელება
- Google Business Profile-ის მოთხოვნებთან შესაბამისი ერთი პროფილის შემოწმება
- თვიური ანგარიში და 45-წუთიანი განხილვა
- პირველი თვე: საწყისი შეფასება და 4 გვერდი
E-commerce
- 1 მაღაზია, 1 ენა; 2000 URL-მდე
- მეორე თვიდან: თვეში 12 გვერდის დამუშავება, მათგან ორი გვერდისთვის ახალი ტექსტის შექმნა ან არსებულის სრულად გადაწერა
- თვეში 5 საათამდე ტექნიკური განხორციელება
- კატეგორიების, პროდუქტებისა და ფილტრების SEO
- თვიური ანგარიში და 60-წუთიანი განხილვა
- პირველი თვე: საწყისი შეფასება და 6 გვერდი
საწყისი ფასები ეხება ერთ საიტს, ერთ ენასა და საქართველოს ბაზარს. ზუსტ ფასსა და სამუშაოს მოცულობას დაწყებამდე ვათანხმებთ. ინდექსაციას, კონკრეტულ პოზიციას, გაყიდვების ზრდას ან AI პასუხებში მოხვედრას არ ვპირდებით. პირობები და პირველი თვის მოცულობა ქვემოთაა აღწერილი.
რა შედის ფასში და რა ფასდება ცალკე
აუდიტი 500₾-დან ერთჯერადია. ყოველთვიური პაკეტებია: სტარტი 700₾-დან, ბიზნესი 1200₾-დან და E-commerce 2000₾-დან. ვაფასებთ საიტის ზომას, პლატფორმას, მდგომარეობასა და სამუშაოს მოცულობას; დაწყებამდე წერილობით ვათანხმებთ ზუსტ ფასს, შერჩეულ გვერდებსა და დავალებებს. URL-ის ზღვარი საიტის ერთენოვანი ნაწილის მაქსიმალური მოცულობაა და არ ნიშნავს ყველა გვერდის ყოველთვიურ დამუშავებას. დამატებითი ენა, საიტი ან ბაზარი ცალკე ფასდება.
ვამოწმებთ წვდომებს, Google Search Console-ისა და GA4-ის არსებულ გამართვას, ვინახავთ ხელმისაწვდომ საწყის მონაცემებს და ვადგენთ პრიორიტეტებს. პირველ თვეში მუშავდება 2/4/6 არსებული გვერდი არჩეული პაკეტის მიხედვით; ტექნიკური საათების ზღვარი უცვლელია. სრული მოცულობა და ახალი ტექსტების შექმნა მეორე თვიდან იწყება. ყოველთვიურ პაკეტს 500₾-იანი აუდიტი ავტომატურად არ ემატება. საჭირო ინფორმაციისა და წვდომების მიღებამდე სამუშაოს ვადა არ იწყება.
ერთი გვერდი არის ერთი URL ერთ ენაზე. საჭიროების მიხედვით ვამუშავებთ სათაურს, აღწერას, სათაურების სტრუქტურას, არსებულ ტექსტსა და შიდა ბმულებს; ვამოწმებთ სურათების აღწერებსა და შესაბამის სტრუქტურირებულ მონაცემებს. სხვა ენის ვერსია ცალკე გვერდად ითვლება; დამატებითი ენა და თარგმანის მომზადება ცალკე ფასდება. ახალი ან სრულად გადაწერილი ტექსტი შედის საერთო 8/12 გვერდში. ტექსტის მოცულობას წინასწარ ვათანხმებთ; შედის შესწორებების ერთი გაერთიანებული რაუნდი. გამოქვეყნებამდე ბიზნესფაქტებს კლიენტი ადასტურებს.
თვეში 2/3/5 საათამდე ვასრულებთ შეთანხმებულ ცვლილებებს არსებულ CMS-ში ან კონფიგურაციაში და ვამოწმებთ შედეგს. შაბლონის გადაწერა, ახალი ფუნქცია, მიგრაცია ან ინტეგრაცია ცალკე ფასდება. თუ ცვლილება ჩვენს წვდომას ან შეთანხმებულ მოცულობას სცდება, ვამზადებთ დეველოპერის დავალებას და შესრულებულ ცვლილებად არ ვთვლით. შერჩეულ გვერდებზე ტექსტისა და მეტამონაცემების ჩასმა CMS-ის არსებული ველებით შედის გვერდების დამუშავებაში და ტექნიკურ საათებს არ აკლდება. საათობრივი ზღვარი სხვა ტექნიკურ ცვლილებებს ეხება. აუდიტის ფასი განხორციელებას არ მოიცავს.
ყოველთვიური ანგარიში აღწერს შესრულებულ ცვლილებებს, ხელმისაწვდომ საძიებო მონაცემებს, შეზღუდვებსა და შემდეგი თვის გეგმას. კლიენტის ანგარიშებზე შესაბამისი წვდომისას ვადარებთ კლიკებს, ჩვენებებსა და სწორად აღრიცხულ მოთხოვნებს/გაყიდვებს. მონაცემის არქონას ნულოვან შედეგად არ ვაჩვენებთ. შედის პაკეტის შესაბამისი 30/45/60-წუთიანი განხილვა.
ცალკე ფასდება რეკლამის ბიუჯეტი, ფასიანი განთავსებები, პაკეტის ფარგლებს გარეთ ტექსტი/თარგმანი, დეველოპერის დამატებითი სამუშაო და კლიენტისთვის სპეციალურად შესაძენი პროგრამული ლიცენზიები. გარე ბმულების რაოდენობა გარანტირებული არ არის. დამატებითი სამუშაო წინასწარ უნდა შეთანხმდეს; ავტომატურად არ ირიცხება.
უფასო ავტომატური შემოწმება ამოწმებს შეყვანილი ერთი გვერდის ძირითად ტექნიკურ ნიშნებს და ხელმისაწვდომ სიჩქარის მონაცემებს. ფასიანი აუდიტი არის სპეციალისტის კვლევა შეთანხმებული საიტის მოცულობაზე: დეტალური განხილვა, საძიებო მოთხოვნები, კონკურენტები და პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა. ანგარიში მზადდება 5–7 სამუშაო დღეში საჭირო წვდომებისა და ინფორმაციის მიღებიდან და მოიცავს 30-წუთიან განხილვას.
ვიღებთ ვალდებულებას შევასრულოთ შეთანხმებული სამუშაო და გაჩვენოთ შემოწმების შედეგები. ორგანული ხილვადობის ცვლილებაზე გავლენას ახდენს საწყისი მდგომარეობა, კონკურენცია, განხორციელება და საძიებო სისტემების გადაწყვეტილებები. ინდექსაციას, #1 პოზიციას, გაყიდვების ზრდას ან AI პასუხებში მოხვედრას არ ვპირდებით.
როგორ ვმუშაობთ
სამი ნაბიჯი — გასაგები, ცხადი ფასი და ცხადი ვადა.
კონსულტაცია
უფასო 30-წუთიანი ზარი — დეტალურად გავეცნობით თქვენს იდეას, განვსაზღვრავთ მთავარ მიზნებს და შევათანხმებთ სამუშაოს პირველად მოცულობას (Scope).
შემოთავაზება
თქვენ ეცნობით დეტალურ და გამჭვირვალე შემოთავაზებას: ზუსტი ღირებულება, ვადები და ხელშეკრულება. კორექტივების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერ ეტაპზე.
გაშვება
ჩვენი გუნდი იწყებს მუშაობას. თქვენ მიიღებთ რეგულარულ დემონსტრაციებს და მოგვცემთ უკუკავშირს (Feedback) ყოველ ეტაპზე. პროდუქტის გაშვების (Launch) შემდეგ კი გთავაზობთ 30-დღიან უფასო მხარდაჭერას.
გაინტერესებთ SEO ოპტიმიზაცია?
მოგვიყევით თქვენი პროექტის შესახებ — ჩვენ მოვამზადებთ ინდივიდუალურ შემოთავაზებას ზუსტი ბიუჯეტით, ვადებითა და სამუშაოს მოცულობით (Scope).